ღვთისმსახურება

ღვთისმსახურება
ღვთისმსახურების ორი სახე არსებობს: კერძო და საზოგადო. კერძო ღვთისმსახურება ნიშნავს ინდივიდის პირად საუბარს ღმერთთან ან ღვთაებრივ არსებასთან (ანგელოზთან, წმინდანთან). ლაპარაკია სავედრებელ ან სამადლობელ ლოცვებზე საკუთარი თავისათვის, სხვისთვის ან სხვათათვის, კერძო შემთხვევებისათვის (ნათლისღება, წესის აგება და ა.შ.), რაც შეიძლება ერთმაც აღასრულოს და ბევრმაც, მაგრამ ეს მაინც კერძო მსახურება იქნება. საზოგადო ღვთისმსახურება ეწოდება ლიტურგიას, რაც ბერძნული სიტყვაა და ,,ერის საქმეს“, ,,საზოგადო საქმეს“ ნიშნავს. ამ დროს სხვადასხვა ერის, სხვადასხვა კლასის, სხვადასხვა სტილის ადამიანები ღმერთს ერთი სულით და ერთი გულით ადიდებენ. ღვთისმსახურების ორივე ტიპი სათავეს სახარებიდან იღებს. იესო ქრისტემ როგორც ინდივიდუალური ლოცვის, ისე საზოგადო ლოცვისა და მსახურების მაგალითი მოგვცა. ის მარტოც ლოცულობდა და სხვებთან ერთადაც; პირველის საჭიროებასაც ქადაგებდა და მეორისასაც.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Смотреть что такое "ღვთისმსახურება" в других словарях:

  • რელიგია — • თანამედროვე რელიგიათმცოდნე ნ. სმარტი გვთავაზობს, სრულიად ამოვიღოთ რელიგიის განმარტებიდან ღვთის არსებობის პრობლემა, რომელიც, როგორც ხაზგასმით აღნიშნვდა იოანე პავლე მეორე, მხოლოდ ევროპული კულტურისთვისაა დამახასიათებელი, და შევიტანოთ მასში შემდეგი …   Georgian encyclopedia

  • რომერო არნულფო — (1917 1980) ,,ხალხის ეპისკოპოსი”, 1942 წელს აკურთხეს მღვდლად, ხოლო 1977 წელს ეპისკოპოსად. 1977 წელს იგი სან სალვადორის არქიეპისკოპოსი გახდა. ამ პერიოდში ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მმართველმა ხუნტამ სრულად გააყალბა არჩევნების… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»